eventsoja
ფსიქოთერაპიის შესწავლის საერთაშრისო პროგრამა

ფსიქოთერაპიის შესწავლის საერთაშრისო პროგრამა

When: May 30, 2018, 9:00 am
Venue: Caucasus Institute of Gestalt Therapy and Family Psychotherapy (CIGTFP)
Address: 51 Marjanishvili str Tbilisi , Georgia (map)
Organizer: Caucasus Institute of Gestalt Therapy and Family Psychotherapy (CIGTFP) (This event have been posted on Facebook first)
ევროპული, დიპლომის შემდგომი პროფესიული განათლება და საერთაშორისო აღიარების დიპლომი საქართველოში!
კავკასიის გეშტალტთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტი გიწვევთ, ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი წამყვანი მიმდინარეობის, გეშტალტთერაპიის შემსწავლელ საერთაშორისო პროგრამაზე!
მიღებისა და სწავლების პირობები:
* სამედიცინო, ფსიქოლოგიურ და სხვა ჰუმანიტარულ თუ სოციალურ მეცნიერებების ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომი;
*სტუდენტები მიიღებიან გასაუბრების საფუძველზე;
*სწავლება მიმდინარეობს ქართულ -ინგლისურ ან რუსულ-ინგლისურ ენაზე, ევროპის გეშტალტთერაპიის ასოციაციის (EAGT-ს) აკრედიტებული პროგრამის მიხედვით;
*სასწავლო პროცესს უძღვებიან EAGT-დან მოწვეული გეშტალტთერაპიის მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები, პრაქტიკოსი სპეციალისტები და ექსპერტები;
*სწავლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს გადაეცემათ დიპლომის შემდგომი პროფესიული ევროპული განათლების დამადასტურებელი აკრედიტებული დიპლომი;
*პროგრამის ხანგრძლივობა: 5 წელი;
*სწავლების დაწყების თარიღი: 2018 წლის მაისი ;
ეს საუკეთესო შესაძლებლობაა თქვენი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, აწმყოში ტკბობის და უკეთესი მომავლის შესაქმნელად!
*მიიღეთ ხარიხსიანი განათლება და საერთაშორისო აღიარების აკრედიტებული დიპლომი.
*შეიქმენით ევროპაში და მთელ მსოფლიოში დასაქმების პერსპექტივა და საიმედო მომავალი.
პროგრამის წლიური ღირებულება: 2000 ევროს ექვივალენტი ლარში

დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 15 მარტი.

სასწავლო პორგრამა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და ინსტიტუტის მიერ ევროპის გეშტალტ-თერაპიულ ასოციაციასთან (EAGT) თანამშრომლობითა შემუშავებული.

სწავლება მკაცრად პროგრამის მიხედვით მიმდინარეობს და 5 წლის განმავლობაში გრძელდება. ამ პერიოდში გეშტალტ-თერაპიული მეთოდის შესწავლა ევროპის მიერ მოწოდებული ფსიქოთერაპიის სასწავლო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გეშტალტ თეორიასა და პრაქტიკას ეტაპობრივად, თანმიმდევრულად და დინამიურად ეუფლებიან.
ასეთი სისტემატიზებული სწავლების შედეგად სტუდენტს სწავლების 2 წლის შემდეგ, ინდივიდუალური სუპერვიზიით, პირადი პრაქტიკის დაწყების შესაძლებლობა ეძლევა. პროგრამა, აგრეთვე, ჯგუფური სუპერვიზიის 120 საათს და ინდივიდუალური სუპერვიზიის 30 საათს ითვალისწინებს.
პროფესორ-მასწავლებლების, ტრენერების ძირითადი შემადგენლობა:
ფრანს მიულმასტერი - ნიდერლანდები;
ერნსტ კნიფი - ბელგია;
ესტერ ნეუმანოვა - ჩეხეთი;
გრიტ კასირი - ბელგია;
ადამ კინსელი - ინგლისი;
ელენა კალნერი - შვედეთი;
ირინა ზახარიანი - გერმანია;
ელენა ზოზულია - უკრაინა;
გიორგი სმოლინი - უკრაინა;
სოფია ვერულაშვილი - საქართველო;
პროგრამის შესწავლის მსურველ დაინტერესებულ პირებს უნდა ჰქონდეთ, სულ მცირე, ბაკალავრიატის დიპლომი ფსიქოლოგიის, მედიცინის, ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებებში.
განაცხადებების მიღება დაწყებულია. მსურველებმა შემდეგი დოკუმენტები უნდა გადმოაგზავნონ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: cigtfp@gmail.com, აგრეთვე, სავალდებულოა მათი ბეჭდური და CD მეხსიერების დისკზე ჩაწერილი სახით წარდგენაც.
• რეზიუმე ინგლისურ და ქართულ ან რუსულ ენაზე;
• ფსიქოლოგიის, მედიცინის, ჰუმანიტარული, სოციალური ან სხვა მონათესავე დარგების ბაკალავრიატის დიპლომის ასლი;
• ¾ ფორმატის 2 ფოტო;
• შევსებული განაცხადი ინგლისურ, რუსულ ან ქართულ ენაზე;
(www.gestaltinstitutie.ge)
სტუდენტების შერჩევა EAGT და ინსტიტუტის წარმომადგენლების მიერ, წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მოხდება. შერჩეულ აპლიკანტები მოწვეული იქნებინ გასუბრებაზე, რომლის შემდეგ მოხდება ხელშეკრულების გაფორმება კავკასიის გეშტალტ-თერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინტსიტუტთან.
სწავლების სრული კურსის საფასური - 10 000 ევროა.
სხვა პოსტ საბჭოთა ქვეყნების მოქალაქეებზე ვრცელდება 20%-იანი ფასდაკლება.

სასწავლო პროგრამა მოიცავს:
ა) ინსტიტუტის ორგანიზებით ხდება:
- ჯგუფური სუპერვიზიის 120 საათი;
- ინდივიდუალური სუპერვიზიის 30 საათი;
- ჯგუფური ფსიქოთერაპიის 200 საათი;
- სწავლება-მეთოდოლოგიის 675 საათი;
ბ) სტუდენტის ორგანიზებით ხდება:
- ¬პირადი პრაქტიკის 400 საათი;
- ინდივიდუალური თერაპიის 50 საათი;

ყურადღება: ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა სწავლების ბოლო წლის საფასურის დაფარვა, წინასწარ, 2 000 ევროს ოდენობით. შემდგომში, სწავლის საფასურის გადახდა ყოველთვიურად მიმდინარეობს, ხელშეკრულების შესაბამისად. წინასწარი შენატანის გაკეთება სავალდებულოა იმიტომ, რომ ჯგუფი დახურულია, ხოლო სწავლება პროცესის საშუალებით ხორციელდება, რომელიც 5 წლის განმავლობაში ერთი და იმავე ჯგუფის წევრების მონაწილეობით ხდება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სტუდენტი სწავლას რაიმე მიზეზით შეაჩერებს, ჯგუფში სტუდენტის სხვა წევრით ჩანაცვლება არ მოხდება.

სწავლების ენა: ინგლისური-რუსული ან ინგლისური-ქართული.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

- სოფია ვერულაშვილი (საქართველო): (+995599) 25 79 72
cigtfp@gmail.com
sophie.verulashvili@gmail.com (საკონტაქტო ენა - ინგლისური, რუსული, ქართული)

- სამირა ახუნდოვა (აზერბაიჯანი) +99455-777-85-77
e-mail: akhundova@mail.ru, uasamira@gmail.com (საკონტაქტო ენა: რუსული, აზერბაიჯანული)

- არმინე ავაკიანი (სომხეთი): +374 93 209 780, +374 99 117 782
e-mail: armavag@rambler.ru (საკონტაქტო ენა: სომხური, რუსული, ინგლისური)

ფსიქოლოგია და ფსიქოთერაპია კავკასიის რეგიონის ქვეყნებში თანდათანობით ვითარდება, თუმცა, სამწუხაროდ, საქმიანობა საერთაშორიო სტანდარტებს ყოველთვის როდი შეესაბამება.
ჩვენი ინსტიტუტის მიზანია:
- კავკასიის რეგიონში ამერიკული და ევროპული სტანდარტების დამკვიდრება და ადგილობრივი სტანდარტების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
- პროფესიონალებისა და დაინტერესებული პირების ხელშეწყობა ისეთი პროფესიული განათლების მიღებაში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება; საერთაშორისო საზოგადოების მიერ შემუშავებული მოწინავე ტექნიკებისა და მეთოდების პრაქტიკულ საქმიანობაში გადატანა და მათი დანერგვა;
- თითოეული პრაქტიკოსი სპეციალისთვის გარემოს შემქნა, რომელიც მუდმივ პიროვნულ და პროფესიულ ზრდა-განვითარებას ემსახურება;
- კავკასიის რეგიონში საუკეთესო პროფესიულ გაერთიანებებში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერის აღმოჩენა. ასეთ გაერთიანებებს მიეკუთვნებათ: ფსიქოთერაპევტთა ევროპული ასოციასცია, ფსიქოთერაპევტთა ამერიკული ასოციაცია, გეშტალტ-თერაპიის ევროპული ასოციაცია; ინსტიტუტის მიზანია სტუდენტებს მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან კონტაქტების დამყარებაში დაეხმაროს.

Other events in Tbilisi

ชวนเที่ยวà...
Tbilisi September 22, 2018, 3:40 am
Профессиональный...
Tbilisi April 19, 2018, 9:00 am
Топиарий - древнее и&N...
Tbilisi February 24, 2018, 4:30 pm
More events in Tbilisi

More events in Georgia

Events in Georgia by city

Find events in Georgia major cities like: Tbilisi - Batumi - Sukhumi - Pitsunda - Kutaissi - Rustavi - Telavi - Kutaisi - Gudauri - Tsnori - Gori - Kazbegi - Anaklia - Bakuriani - Zugdidi - All cities