eventsoja
სალაშქრო სეზონის გახსნა ფენიქსი ჯუნიორში

სალაშქრო სეზონის გახსნა ფენიქსი ჯუნიორში

When: March 4, 2018, 9:00 am
Venue: მოლაშქრე ბავშვები ფენიქსი / Hiker Kids Phoenix
Address: ვარკეთილი Tbilisi , Georgia (map)
Organizer: მოლაშქრე ბავშვები ფენიქსი / Hiker Kids Phoenix (This event have been posted on Facebook first)
მაშ ასე, ჩემო პატარა მეგობრებო და ძვირფასო მშობლებო, იხსნება სალაშქრო სეზონი 4 მარტს, კვირას. მოვინახულებთ იოანე ნათლისმცემლის სავანეს , რომელიც თბილისი-მცხეთის გზიდან მარცხნივ, ულამაზეს კლდის წვერზეა აგებული. მოემზადეთ და შემოგვიერთდით<3

❁შეკრების დრო და ადგილი:
4 მარტი, კვირა , M რუსთაველი, შოთა რუსთაველის ძეგლთან , მაკდონალდსის წინ 08:30 საათზე.

❁ფეხით გასავლელი მანძილი: 4-5 კმ

❁სირთულე:
მარტივი

❁ტურის ღირებულება: 15 ლარი
ღირებულება კლუბის წევრი ბავშვებისთვის: 10 ლარი

❁ფასში შედის:
ტრანსპორტირება
პროფესიონალი ლაშქრობის ინსტრუქტორების მომსახურება
ფოტოსესია
გასართობი თამაშები
და სიურპრიზი ♥

❁როგორ ვეწერებით სიაში?
1. ვუკავშირდებით ორგანიზატორებს ფეისბუქით ან პირად ნომერზე
2. შემდეგ ვრიცხავთ ტურის საფასურს მითითებულ ანგარიშის ნომერზე
3. ჩარიცხვისთანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს, ვინახავთ ჩეკს


❁საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: 375407600GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG0000000375407600GEL
მიმღები: ლელა წიკლაური
დანიშნულება: აუცილებლადა მიუთითეთ ბავშვის სახელი, გვარი და ტურის სახელწოდება!!!
შეინახეთ ჩეკი

❁თანხის ჩარიცხვის ბოლო დღე: 1 მარტი, ხუთშაბათი

❁ჩაცმულობა:
ფეხზე: ჩაიცვით მოხერხებული სალაშქრო ბათინკი
ტანზე: მსუბუქად და ნელთბილად, ადრე გაზაფხულის შესაფერისად

❁რა წავიღოთ?
1.სალაშქრო ზურგჩანთა შესაბამისი ასაკის გათვალისწინებით.
2.ერთი დღის სამყოფი საკვები
3. ერთი ლიტრი წყალი
4. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი,წინდები
5.საწვიმარი, ქუდი, თათმანები, ყელსახვევი

ლაშქრობის სრულყოფისათვის ტურში მოქმედებს რამდენიმე წესი, რომელსაც ვიცავთ ყველა:

1. არ ვაგვიანებთ შეკრების ადგილას
2. არ ვანადგურებთ ფლორას, ფაუნას, კულტურულ ძეგლებს, კატეგორიულად დაუშვებელია ნებისმიერი სახის ვანდალიზმი
3. ვმოქმედებთ გუნდურად და მეგობრულად
4. ვემორჩილებით ლაშქრობის ორგანიზატორებს ტურის განმავლობაში
5. ურჩი მოლაშქრე გაირიცხება კლუბიდან

თხოვნა მშობლებთან:
გთხოვთ გულდასმით გააცანით ბავშვებს კლუბის წესები

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ორგანიზატორებს:
☎ 593 22 57 20 ლელა
☎ 555 94 20 01 თენგო

Other events in Tbilisi

ชวนเที่ยวà...
Tbilisi September 22, 2018, 3:40 am
Профессиональный...
Tbilisi April 19, 2018, 9:00 am
Топиарий - древнее и&N...
Tbilisi February 24, 2018, 4:30 pm
More events in Tbilisi

More events in Georgia

Events in Georgia by city

Find events in Georgia major cities like: Tbilisi - Batumi - Sukhumi - Pitsunda - Kutaissi - Rustavi - Telavi - Kutaisi - Gudauri - Tsnori - Gori - Kazbegi - Anaklia - Bakuriani - Zugdidi - All cities